უცხოეთი
იაპონიის პრემიერი რუსეთთან კავშირს დიდ მნიშვნელობს ანიჭებს

premier-japan-ucxსაქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთთან ურთიერთობას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში არსებული ვითარების სერიოზული ცვლილებების პირობებში და იმედოვნებს, რომ მისი ვიზიტი ორივე ქვეყნის კავშირს ახალ იმპულსს მისცემს.

ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს იაპონიის პრემიერის პირველი ვიზიტია რუსეთში. აბეს განცხადებით, რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას მათ ძალზე შინაარსიანი მოსაზრებები გაუზიარეს ერთმანეთს. იაპონიის პრემიერი იმედოვნებს, რომ ეს შეხვედრა რუსეთ-იაპონიის ურთიერთობის ისტორიაში ახალ ფურცელს გადაშლის.