უცხოეთი
საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. დღეს მახაჩყალაში მძლავრი აფეთქების შედეგად 15-16 წლის ორი მოზარდი დაიღუპა, კიდევ ორი კი დაიჭრა. ამჟამად დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან და ექიმების შეფასებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.