უცხოეთი
სილამაზის კონკურს „Miss Supranational 2013”-ის კასტინგი გაიმართა

kasting-ucxსაქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. ახლახან მინსკში სილამაზის საერთაშორისო კონკურს “Mis Supranatioanl 2013”-ის კასტინგი გაიმართა. ის სამ ეტაპად მიმდინარეობდა და პირველი ტური მონაწილეთა გაცნობას მიეძღვნა. ჟიურის მხრიდან მოწონების გამოთქმის შემდეგ კონკურსანტებს საცურაო კოსტიუმების დეფილე ელოდათ. ფინალში გაიმართა ფოტოსესია, სადაც 20-მდე გოგონა იყო მიწვეული.

ბელორუსი მონაწილის ვინაობა მაისში გახდება ცნობილი. თავად კონკურსი კი მინსკში 16 აგვისტოს დაიწყება.