პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: „ბარამიძე საქართველო არ არის, ისევე როგორც სააკაშვილი და ისევე, როგორც მე. თუ ცალკეულმა ჩინოვნიკმა კანონი დაარღვია, ამაზე პირადად მან უნდა აგოს პასუხი, და არა ქვეყანამ"

pollitt2-mtსაქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. გუშინ საღამოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს შეიარაღებული ძალების 22 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოს დაესწრო.

ღონისძიების დაწყებამდე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გია ბარამიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, თუ რომელიმე ჩინოვნიკმა ტერორისტებთან თანამშრომლობა იკადრა, ამაზე პირადად მან უნდა აგოს პასუხი, და არა ქვეყანამ.

"რასაც გია ბარამიძე და მისი გუნდის წევრები ახმოვანებენ, თითქოს ამით ქვეყნის იმიჯი დაზარალდება, არ არის სწორი. ამ ხალხმა ვერ გაიგო, რომ ისინი საზოგადოების რიგითი წევრები არიან და მთელ ქვეყანას არ წარმოადგენენ...  

ბარამიძე საქართველო არ არის, ისევე როგორც სააკაშვილი და ისევე, როგორც მე. ჩვენ ყველას თანაბრად გვეკუთვნის ეს ქვეყანა, ქვეყანასთან საკუთარი დანაშაულის გაიგივება მცდარია და ამით პრობლემას ნუ ჩქმალავენ. თუ ცალკეულმა ჩინოვნიკმა ამ სფეროში მოახერხა დაერღვია კანონი, მან ამაზე პასუხი უნდა აგოს. მან პირადად და არა - ქვეყანამ", - განაცხადა ივანიშვილმა.

pollitt2-1
pollitt2-2