აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენ უნდა გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა და ვინც ავღანეთში მსახურობს, მათ ყველაზე დიდი წვლილი შეაქვთ ამ საქმეში!“

aktual2-nato-mtსაქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. გუშინ საღამოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების 22 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ საღამოზე პრემიერ-მინისტრმა ჯარისკაცებს პროფესიული დღე მიულოცა. მან მადლობა გადაუხადა თავდადებისთვის იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც საბრძოლო ქმედებების დროს დაინვალიდდნენ.

პრემიერმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეთა ღვაწლზეც ისაუბრა. "ჩვენ ყველაზე დიდ სტრატეგია არის ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაცია. ჩვენ უნდა გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა და ვინც ავღანეთში მსახურობ, მათ შეაქვთ ყველაზე დიდი წვლილი ამ საქმეში!", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

(საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მისaლოცი გამოსვლა საქართველოს შეიარაღებული ძალების 22 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე  შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნახეთ ვიდეოჩანაწერში საქინფორმის მთავარ გვერდზე www.saqinform.ge)

aktual2-nato-1
aktual2-nato-2