საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. რუსეთის ჯავახკის დიასპორამ საქინფორმის რედაქციაში მშრომელთა საერთაშორისო დღის - 1 მაისის მილოცვა გამოგზავნა:
ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო!
გილოცავთ გაზაფხულისა და შრომის დღესასწაულს - 1 მაისს!ეს გაზაფხულის ზეიმი მზის სინათლითა და სითბოთია სავსე, ის გამორჩეულია განსაკუთრებული სოლიდარობის გრძნობით მათ შორის, ვინც თავისი შრომით საიმედო საძირკველს ქმნის არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის და თავისი სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის, არამედ მთელი პროგრესული მსოფლიო თანასაზოგადოებისთვის.
ამ სამაისო დღესასწაულზე გისურვებთ, რომ თქვენი შრომა მუდამ მოთხოვნადი და სათანადოდ დაფასებული იყოს, კმაყოფილება და კეთილდღეობა მოჰქონდეს. დაე, ბუნების საგაზაფხულო განახლებამ ახალი ძალებით და ენერგიით აგავსონ დასახული გეგმების განსახორციელებლად, შთაგაგონოთ ახალი მიღწევებისთვის ჩვენი ქვეყნისა და მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ.
მშვიდობას, სიკეთეს და ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ახლობლებს!
პატივისცემით,
საზოგადოებრივი ორგანიზაცია
რუსეთის ჯავახკის დიასპორის
გამგეობა
საქინფორმის რედაქცია მადლობას იხდის მილოცვისთვის და, თავის მხრივ, ყველა თავის მკითხველს ულოცავს 1 მაისის დღესასწაულს. მშვიდობა და კეთილდეობა თქვენს სახლს!