უცხოეთი
„კავკასიის ფონდთან“ მოთანამშრომლე ადამიანებმა არ იცოდნენ, რომ მათი გადაბირება ხდებოდა

kavkaszski-fondსაქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. „კავკასიის ფონდი“, რომელმაც ბოსტონის ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებული ტამერლან ცარნაევი გადაიბირა, რუსეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ინსტიტუტისა და კავკასიური დიასპორის წარმომადგენლებს თანამშრომლობაზე ითანხმებდა. ამის შესახებ „იზვესტიას“ თავად სემინარების მონაწილეებმა მოუთხრეს.

გამოცემის ხელთ არსებულ ქართული კონტრდაზვერვის დოკუმენტებში ნათქვამია, რომ 2008 წლის ნოემბრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე ფონდმა 23 საერთაშორისო კონფერენცია და სემინარი, ასევე, 21 კულტურული ღონისძიება ჩაატარა, სადაც რუსეთის სამხრეთ რეგიონებიდან ინტელიგენციის გადაბირება ხდებოდა.

თავად ასეთი შეხვედრების მონაწილენი ირწმუნებიან, რომ „კავკასიური ფონდი“ აქტიურად თანამშრომლობდა ჩრდილოეთ კავკასიის სხვადასხვა საზოგადოებრივ ინსტიტუტთან. ამასთან, ფონდთან მოთანამშრომლე რუსებმა განაცხადეს, რომ არაფერი იცოდნენ ორგანიზაციის პოლიტიკურ საქმიანობაზე და მათთვის გადაბირების მცდელობები დაუჯერებელია.