უცხოეთი
საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. აშშ-ისა და რფ-ის პრეზიდენტები ბარაქ ობამა და ვლადიმერ პუტინი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ ორი ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლობის გააქტიურებაზე ბოსტონში მომხდარი ტერაქტების გამოძიების ფარგლებში და სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა.