სამართალი
უსუფაშვილი: „შეგვიძლია შემოვიდეთ ნატოში?“

usufa-natoსაქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული  სემინარის მონაწილეებს მიმართა კითხვით, როდის შევა საქართველო ნატოში. ამასთან, მან აღნიშნა, რომ "როუზ-როსის" სემინარების ციკლი ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

„ეს სემინარი იქნება მორიგი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ - საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს გზა არცერთი ქვეყნისთვის არ ყოფილა მოკლე და განსაკუთრებით რთული და ეკლიანი აღმოჩნდა საქართველოსთვის, მაგრამ ამ სირთულეებმა არ უნდა დაგვაბრკოლოს და ის გადაწყვეტილება, რომელიც ბუქარესტის სამიტზე იქნა მიღებული, უნდა შესრულდეს. მე დღეს ვიხუმრე კიდეც: ნატოს კარზე 10 წლის წინ პრეზიდენტმა შევარდნაძემ დააკაკუნა, დაახლოებით 5 წლის შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილს უთხრეს, რომ ეს კარი ღიაა. დღეს კი ჩვენ, მე და პრემიერ-მინისტრს გვაინტერესებს პასუხი კითხვაზე - შეგვიძლია,  შემოვიდეთ? გთხოვთ, ადრე თუ გვიან, ამ კითხვაზე გაგვეცით პასუხი", - განაცხადა უსუფაშვილმა.