საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. ორმა მსჯავრდებულმა - ირაკლი ხოხიაშვილმა და გურამ გულდედავამ ადამიანის უფლებთა საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგეს, - განუცხადა „პრაიმერს“ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.
საქმე ეხება პატიმართა წამებას, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობის პირებთან ერთად ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა და ვაჟა ცხვედიანი მონაწილეობდნენ.„გულდედავა წამების შედეგად საპატიმროში დაავადდა. ცოტა ხნის წინ კი დაინვალიდებულმა დატოვა საკანი...
რაც შეეხება ხოხიაშვილს, მან ყველა ის წამების სახე, რასაც წინა ხელისუფლების პირობებში ციხეებში ჰქონდა ადგილი, გამოსცადა. ის თავიდანვე არ ეპუებოდა ახალაიას რეჟიმს. ციხეში მეგის ქარდავა და ბაჩო ახალაია მივიდნენ მთვრალები და ქსნის საპატიმროს დირექტორის არაქელოვის კაბინეტში ხოხიაშვილი ააყვანინეს, როგორც დაუმორჩილებელი პატიმარი. მას დაადეს იარაღი და აიძულებდნენ, საკუთარი დედისთვის შეეგინებინა. ხოხიაშვილი არ დაემორჩილა და მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ქარდავამ და ახალაიამ ის სასტიკად სცემეს. პატიმარი სამი დღის განმავლობაში საკანში ეგდო უპატრონოდ...
ხოხიაშვილი გაკვეთილ მიცვალებულზე დააბეს, წყალს ასხამდნენ და დენზე ჰყავდათ შეერთებული... ამ მდგომარეობაში სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. პროცესს თავად ახალაია და სამკურნალო დაწესებულების მაშინდელი დირექტორი ვაჟა ცხვედიანი აკვირდებოდნენ. ბუნებრივია, იყვნენ სხვა თანამშრომლებიც. როდესაც მე ვინახულე პატიმარი, ისე იყო დასიებული, რომ ვერ ვიცანი“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.