აქტუალური
სააკაშვილის სურათი დაწვეს!

aqtualuri-1საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. გუშინ ქალაქ ხონში, გამგეობის შენობაში ინციდენტი მოხდა. ადგილობრივები ინციდენტის მიზეზად საპარლამენტო უმცირესობის წევრ აკაკი ბობოხიძის ძმას - ხონის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ბობოხიძეს მიიჩნევენ, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს  შენობის ნაწილის უკანონო მითვისებაში ადანაშაულებენ.

გამგეობის შენობაში  იმყოფებოდნენ  ახალგაზრდული კავშირის ლიგის წევრები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ  არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ სახელმწიფო ქონების გასხვისებას, დათმობაზე არც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები მიდიოდნენ.

ამის შემდეგ „ახალგაზრდული კავშირის ლიგის“ წევრებმა დემონსტრაციულად დაწვეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სურათი. ადგილზე მობილიზიბული იყო ხონის მთელი საპატრულო პოლიცია, რადგან დაპირისპირება დიდხანს გაგრძელდა.