უცხოეთი
სკანდალი აშშ-ში ხუთშაბათს ატყდა, როცა ფართოდ გახმაურდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთმა 2011 წლის მარტში გააფრთხილა გფბ ცარნაევი-უფროსის პოტენციური სახიფათოობის შესახებ, ხოლო ნახევარი წლის შემდეგ იგივე სიგნალი გაუგზავნა ცსს-ს.
„შოკში ვარ, არ მესმის, რატომ უგულებელყვეს ჩვენმა სპეცსამსახურებმა რუსების სიგნალი და ეს პირი კონტროლზე არ აიყვანეს. მიმაჩნია, რომ ასე მხოლოდ უგულო ჩინოვნიკები იქცევიან“, - განუცხადა „რია-ნოვოსტის“ მარათონელმა კრის ბიტომ.
შეგახსენებთ, რომ ტერაქტმა 8-დან 29 წლამდე ასაკის 3 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო დაზარალებულთა რიცხვმა 300-ს მიაღწია. ამასთან, ეჭვმიტანილებთან ორმხრივი ცეცხლის დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა.