სამართალი
წინასწარი მონაცემებით, სამივე ოლქში კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ლიდერობენ. კოალიციის წევრები მილოცვებს იღებენ როგორც თანაგუნდელებისგან, ისე კონკურენტებისგანაც.
ცესკოს მონაცემებით, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ნაძალადევის ოლქი: თამარ კორძაია („ქართული ოცნება“) - 39.48%, კახა კუკავა („თავისუფალი საქართველო“) - 17.26 %, მირზა დავითაია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) - 15.11 %.
ბაღდათის ოლქი: პაატა კიკნაველიძე („ქართული ოცნება“) – 61.92 %, ვლადიმერ წიქორიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) – 21.15 %, ზურაბ მსხვილიძე (საინიციატივო ჯგუფი) – 9.62 %.
სამტრედიის ოლქი: გიორგი კახიანი („ქართული ოცნება“) – 80.94 %, ემზარ შუბლაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) – 18.69 %, გოჩა ბაძგარაძე („სამართლიანი საქართველოსთვის“) – 0.16 %.