4000 თურქეთის მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს
საქართველო, 29 აპრილი,
საქინფორმი. როგორც
Newsfreedom International იტყობინება, ორი დღის წინ აჭარის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე
ლევან ვარშალომიძე არაოფიციალური ვიზიტით თურქეთს ესტუმრა. ვარშალომიძემ დახურლ კარს მიღმა შეხვედრა გამართა თურქეთის ქართული დიასპორის წარმომდგენლებთან.
წყაროს ცნობით, შეხვედრის კონკრეტული მიზანი მიმდინარე წლის 7 აპრილს თურქეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს ინეგოლში, ადგილობრივ ქართველებთან სტუმრობისას, გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა.შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა:
„რამდენ პასპორტსაც შემოიტანთ, იმდენს მოგცემთ საქართველოს მოქალაქეობას“. როგორც ირკვევა, ვარშალომიძემ დიასპორის წარმომდგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ
პრეზიდენტი მზადაა მოქალაქეობა მისცეს 4 ათასამდე ეთნიკურ ქართველ, თურქეთის მოქალაქეს. წყაროს ცნობით, 4 ათასი არის მოსახლეობის სწორედ ის რაოდენობრივი დანაკლისი, რომელიც აუცილებელია აჭარაში საჭიროების შემთხვევაში საპროტესტო პოლიტიკური პეტიციების სამართლებრივი რატიფიცირებისათვის.