მასთან ერთად დაკავებულია ფედერაციის ხელისუფლების კიდევ 19 წარმომადგენელი. სერბეთის საინფორმაციო პორტალის ცნობით, გამოძიებისა და უსაფრთხოების სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებმა ბუდიმირის დაკავების შემდეგ შენობაში ჩხრეკა განახორციელეს. ოპერაცია ბოსნიისა და ჰერცეგოვინის პროკურატურის წარმომადგენელ ოლეგ ჩავკეს თანდასწრებით მიმდინარეობდა.
ეს ყველაზე დიდი სკანდალია მას შემდეგ, რაც ბოსნია იუგოსლავიას გამოეყო და სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გაეხვია 1990-იანი წლების დასაწყისში.
„ამ საგამოძიებო მოქმედებათა მიზანი ფედერაციის მაღალჩინოსნების მიერ დაშვებული კორუფციის ფაქტების გამოაშკარავებაა“, - იუწყება „როიტერი“ პროკურატურის წარმომადგენელ ბორის გრუბეშიჩზე დაყრდნობით.
გამოძიება მიმდინარეობს პატიმართა უკანონო შეწყალების სისტემატურ შემთხვევებთან დაკავშირებით. მსჯავრდებულებს გათავისუფლების უფლება არ ჰქონდათ, რადგან მათ არ გააჩნდათ აუცილებელი რეკომენდაციები, თუმცა, პრეზიდენტმა მაინც შეიწყალა ისინი. პროკურატურაში ეჭვობენ, რომ ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი კორუფციული იყო.
მარტო ბოლო წლის განმავლობაში ავტონომიის მეთაურმა 96 კაცი შეიწყალა, პრეზიდენტის კიდევ 85 გადაწყვეტილებას სასამართლოებმა და ავტონომიის სახელმწიფო ორგანოებმა გადახედეს. ამნისტირებულთა შორის 35 მკვლელი, 1 მოძალადე და ნარკოტიკების უკანონო წარმოება-ვაჭრობისათვის მსჯავრდებული იყო.
პრეზიდენტის აფერას, პროკურატურის ვერსიით, ხელი შეუწყო თითქმის ორმა ათეულმა ჩინოვნიკმა, რომლებიც პარასკევს დააკავეს. მათ შორისაა პრეზიდენტის მრჩეველი ვეტერანთა საკითხებში პეტარ ბარიშიჩი, იუსტიციის სამინისტროსთან არსებული კომისიის მეთაური ხიდაეტ ხალილოვიჩი, ასევე, ავტონომიაში ერთადერთი მებრძოლთა კავშირის პრეზიდენტი კულისმან საუდი.
ბუდიმირი ჯერ კიდევ კორუფციულ სკანდალამდე იქცა კრიტიკის ობიექტად - საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, ჟივკო ბუდიმირი სახელმწიფო საბოტაჟს ეწეოდა - გასულ წელს უარი თქვა რეგიონულ მთავრობაში ცვლილებების დამტკიცებაზე, რის შემდეგაც საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაჭიანურება დაიწყო.
რაც შეეხება ელიტურ კორუფციას - აქ ჟივკო მიშიკოსა და მის გუნდს ვერ დაეწევა, თუმცა, მიუხედავად ამისა და რიგი სხვა დანაშაულებისა, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის პრეზიდენტი უკვე დაკავებულია, საქართველოს პრეზიდენტი კი ჯერჯერობით თავისუფლებაზეა...