პოლიტიკა
გადაცემის წამყვანი ნინო შუბლაძის შეკითხვაზე - უშვებს თუ არა ის, რომ უსაფრთხოების კონცეფციაში, სადაც საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ რუსეთია დასახელებული, ცვლილებები შევა? - ივანიშვილმა უპასუხა:
“უსაფრთხოების კონცეფციაში ეს ჩანაწერი, ასეთი მკაცრი ფორმულირებით, აღარ არსებობს. მე და ალასანიამ მას რამდენიმე თვის წინ გადავხედეთ და თავდაცვის სამინისტრომ ეს ძალიან შერბილებული სახით გამოაქვეყნა... ასევე ძალიან ნორმალური ტონალობაა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის განცხადებებში. უშიშროების საბჭო კი, ბოკერიას ვგულისხმობ, არ აპირებს, არ ვიცი, რატომ...“.