პუბლიკაციები
რუსეთის ჯავახკის დიასპორა: “შეიქმნას სომხური და ქართული საზოგადოებრივი გაერთიანებების ფორუმი ცენტრით ქალაქ თბილისში“

analitika-2საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. საქინფორმის რედაქციამ მიიღო რუსეთის ჯავახკის დიასპორის მიმართვა საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებს:

პატივცემულო მეგობრებო და კოლეგებო!

როგორც ბევრმა თქვენგანმა იცის, ამჟამად სომხურ-ქართული ურთიერთობა საკმაოდ ხარისხიან ტრანსფორმაციას განიცდის, რომელიც უფრო მნიშვნელოვანს ხდის მათ როლს მთელი სამხრეთკავკასიური რეგიონის საერთო სისტემაში. თუმცა, იმისათვის, რომ რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კომპლექსური რეალიზაციის და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის განმტკიცების სრულფასოვანი მექანიზმი გახდნენ, მხარეებს ხშირად ბევრი რამ აკლიათ. პირველ რიგში, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს საინფორმაციო ურთიერთუზრუნველყოფის გაუმჯობესების საკითხები.

აქედან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაცია მიმართავს ქართულ და სომხურ არასამთავრობო გაერთიანებებს წინადადებით, საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნას სომხური და ქართული საზოგადოებრივი გაერთიანებების მუდმივმოქმედი ერთობლივი ფორუმი ცენტრით ქალაქ თბილისში. ფორუმის მიზანი - სომხური და ქართული საზოგადოებრივი გაერთიანებების საერთო საინფორმაციო სივრცით გაერთიანება.

ამოცანა - მაკონსოლიდირებელი მუდმივმოქმედი მოედნის შექმნა, რომელიც წარმოადგენდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოქმედი სომხური და ქართული საზოგადოებრივი გაერთიანებების ინტერესებს, ამასთან, არავითარ შემთხვევაში არ ხელყოფდა ფორუმის მონაწილე ყოველი ცალკე აღებული ორგანიზაციის უფლებებს.

თეზისი შეიძლება იყოს: “კონსოლიდაცია მრავალფეროვნების შენარჩუნებით - სამხრეთ კავკასიის რეგიონში მულტიკულტურალიზმის ჩამოყალიბების და შენარჩუნების გასაღები“.

ფორუმის მონაწილე შეიძლება გახდეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამის სურვილს გამოთქვამს და ორგანიზატორებს განცხადებით მიმართავს.

დარწმუნებული ვართ, რომ სომხურ და ქართულ საზოგადოებრივ გაერთიანებებს შორის თანამშრომლობის ამგვარი ფორმა ხელს შეუწყობს ერთიანობას, ურთიერთმხარდაჭერას და მხარეთა ინტერესების დაცვას. ფორუმის ფარგლებში პარტნიორობა საზოგადოებრივი გაერთიანებების განმტკიცებას, მათი პოტენციალის გაძლიერებას და მრავალმხრივ ეროვნებათაშორის საკითხებში საზოგადოების მონაწილეობის გაფართოებას გამოიწვევს.

ფორუმის საქმიანობა აამაღლებს  სომხური და ქართული საზოგადოებრივი გაერთიანებების როლს ქართული საზოგადოების შიგნით, განამტკიცებს საქართველოს ურთიერთობას სომხეთთან და მთელ თავის დიასპორასთან.

პატივისცემით,

რუსეთის ჯავახკის დიასპორა.