აქტუალური
ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ბოევიკები და ტერორისტები მომზადებას საქართველოში გადიოდნენ და სააკაშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობდნენ

aktualno-1საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. გასულ პარასკევს, საღამოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუ მისცა მიხეილ სააკაშვილის ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს, სადაც პოლიტიკურ შოუ “პოზიციაში“ ნინო შუბლაძესთან ერთად პირდაპირ ეთერში დააფიქსირა თავისი პოზიცია ქართველი ხალხისათვის საინტერესო ყველა საკითხზე.

გადაცემის წამყვანი ნინო შუბლაძის შეკითხვაზე - ბოსტონის ამასწინანდელი ტერაქტის და ლაფანყურის შარშანდელი ოპერაციის შუქზე, რომლის შესახებ უკვე გააკეთა განცხადება საქართველოს ომბუდსმენმა, მიიჩნევს თუ არა ის, რომ შესაძლოა საქართველოში ტერორისტები გადიოდნენ მომზადებას? - ივანიშვილმა უპასუხა:

დიახ, შესაძლებელია. ბუდსმენის გამონათქვამები მე შემიძლია მივიღო ძალიან რეალურად, მაგრამ არა დასტურად. დაველოდოთ გამოძიებას... რა თქმა უნდა, მეც ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ხდებოდა რეალობაში, მაგრამ თავს შევიკავებ. ალბათ უახლოეს დროში გამოძიება დასრულდება და ჩვენ ძალიან ბევრ სიახლეს გავიგებთ. ძალიან ბევრ, მე მგონი, შოკის მომგვრელსაც კი, რომ ხელისუფლების (წინა, სააკაშვილის დროინდელი - საქინფორმი) მხრიდან თანამშრომლობა იგივე ბოევიკებთან და ტერორისტებთან, და ეს შოკის მომგვრელი იქნება, ჩემთვის პირადად, თუ დადასტურდა...

მაგრამ ქვეყნის იმიჯს ეს დააზარალებს იმ შემთხვევაში, თუ ამას სხვა გამოიძიებს, ხოლო თუ ამას ახალი ხელისუფლება გააკეთებს, ეს პირიქით, მოუმატებს  იმიჯს სახელმწიფოს“.