აქტუალური
პრემიერი: “ყველამ უნდა აანაზღაუროს საზოგადოებას თავისი წარსული შეცდომები, საზოგადოებამ თავად უნდა გადაწყვიტოს, დათა ახალაიას აპატიებს თუ არა!“

aktualno-3საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. გასულ პარასკევს, საღამოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუ მისცა მიხეილ სააკაშვილის ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს, სადაც პოლიტიკურ შოუ “პოზიციაში“ ნინო შუბლაძესთან ერთად პირდაპირ ეთერში დააფიქსირა თავისი პოზიცია ქართველი ხალხისათვის საინტერესო ყველა საკითხზე.

გადაცემის წამყვანი ნინო შუბლაძის შეკითხვაზე - შესაძლებელია თუ არა მთავრობის ფარული თანამშრომლობა კუდ-ის ყოფილ ხელმძღვანელ დათა ახალაიასთან - მისთვის შეღავათის გაწევა იმ ღირებული ინფორმაციის სანაცვლოდ, რომელსაც ის ფლობს? - ივანიშვილმა უპასუხა:

“ფარულად თუ აშკარად, მაგრამ ჩემი პოზიციაა, რომ რაც შეიძლება ნაკლები წავიდეს ციხეში, რაც შეიძლება მეტი ქართველი დარჩეს ქვეყნის სამსახურში. რომ ყველამ, ვინც წარსულში შეცდომები დაუშვა, შეძლოს რაღაცის გაკეთება საზოგადოებისთვის, თავისი შეცდომების კომპენსირება, რათა საზოგადოებამ მათი პატიება შეძლოს! ეს საზოგადოებამ თავად უნდა გადაწყვიტოს, მე პროკურატურის და სასამართლოს საქმეებში არ ჩავერევი“.