პუტინმა მონანიე ბერეზოვსკისგან 2 წერილი მიიღო, მეორე - მისი სიკვდილის შემდეგ
საქართველო, 26 აპრილი,
საქინფორმი. გუშინ პუტინმა „პირდაპირი ხაზის“ ხანგრძლივობის რეკორდი დაამყარა, ის 4 საათსა და 47 წუთს გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში რფ-ის პრეზიდენტმა 85 კითხვას უპასუხა.
რუსებს სხვა საკითხებთან ერთად ლონდონში გარდაცვლილი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკის თემაც აინტერესებდათ. პუტინმა განაცხადა, რომ მისგან ორი წერილი მიიღო სამშობლოში დაბრუნების ნებართვის თხოვნით, რომელთაგან ერთ-ერთი უკვე ბერეზოვსკის გარდაცვალების შემდეგ გადასცეს. პრეზიდენტის თქმით, მას წერილებზე პასუხი არ გაუცია.