ფეხბურთელი იური ჟირკოვის მეუღლემ „მისის როსია-2012“-ის ტიტულზე უარი განაცხადა
საქართველო, 26 აპრილი,
საქინფორმი. „ანჟისა“ და რუსეთის ნაკრების ფეხბურთელის
იური ჟირკოვის მეუღლემ
ინა ჟირკოვამ უარი განაცხადა „მისის როსია-2012“-ის ტიტულზე და გადაწყვიტა, რომ არც ახალ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.
საქმე ისაა, რომ ჟურნალისტ ბორის სობოლევისათვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ ინტერნეტსა და პრესაში მის მიმართ განხორციელებული შევიწროების ნიადაგზე ინა დეპრესიაში ჩავარდა. თავად ჟურნალისტმა სობოლევმა კი ჟირკოვას გადაწყვეტილებას „ბრძნული“უწოდა.