კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა პროვოკაციების პოლიტიკას გააგრძელებს
საქართველო, 26 აპრილი,
საქინფორმი. ფხენიანი გარკვეულ ხანს კიდევ გააგრძელებს მსოფლიო თანამეგობრობის პროვოცირებას. ამის შესახებ დღეს აშშ-ის შეიარაღებული ძალების უფროსთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა
მარტინ დემფსიმ ტოკიოში განაცხადა.
დემფსიმ იაპონელი სამხედროების წინაშე გამოსვლისას აღნიშნა, რომ „სიტუაცია გარკვეულ ხანს დაძაბული იქნება“, და ამასთან დაკავშირებით შორეულ აღმოსავლეთში აშშ-ისა და იაპონიის სამხედრო მექანიზმების ინტეგრაციისა და კოოპერაციის გაძლიერებისკენ მოუწოდა.