სამართალი
ჩაფიძის თქმით, აქციის დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოიყენა მის განკარგულებაში არსებული მოძრავი სატელევიზიო სადგური (ე.წ. "პე-ტე-ესი"), რაც არის სახელმწიფო სახსრების უკანონო ხარჯვა და არსებობს ამის დადასტურებული ინფორმაცია.
„ეს მაშინ, როცა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ შეიზღუდოს მივლინების ხარჯები, პრემიები და არანაირ ზედმეტი ლარის ხარჯვას საქართველოს ბიუჯეტიდან ადგილი არ აქვს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს დანაზოგი სახსრები წავიდეს ჯანდაცვის და განათლების პროგრამებზე, სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად და ა.შ. ამ დროს 19 აპრილის აქციაზე პრეზიდენტის მიერ ადგილი ჰქონდა სახელმწიფო სახსრების და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას“, - აღნიშნა ჩაფიძემ.