საზოგადოება
შუალედური არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო

1-archevnebiiსაქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. 27 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო. საარჩევნო უბნებზე, სადაც ყველაფერი მზად არის, ბიულეტენები დღეს დარიგდება.

უბნები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, მათ შორის, მარკირების სითხით. სამივე ოლქში 177 საარჩევნო უბანი დილის 7 საათზე გაიხსნება.

27 აპრილის შუალედურ არჩევნებში სულ 13 პოლიტიკური პარტია და ერთი დამოუკიდებელი ბლოკი მონაწილეობს. არჩევნები ნაძალადევის, ბაღდათის და სამტრედიის ოლქებში გაიმართება.