საზოგადოება
„დღეს სასიხარულო ცნობა მოვიდა ბუდაპეშტიდან - ჩვენმა სახელოვანმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატში ოქროს მედლები მოიპოვეს. ვულოცავ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას ევროპის ჩემპიონებს ამირან პაპინაშვილსა და ლაშა შავდათუაშვილს. ჩემპიონატის პირველსავე დღეს ასეთი წარმატება იმედის მომცემია. ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს და მჯერა, რომ წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის.
წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს ძიუდოისტთა გუნდს, თითოეულ მოასპარეზეს, ხოლო ჩვენს ხალხს ვუსურვებ, გამარჯვებით სიხარული არ მოჰკლებოდეს“, - აღნიშნა პრემიერმა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (66 კგ) ევროპის ჩემპიონობა 25 აპრილს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირზე მოიპოვეს.