პოლიტიკა
„ჩემთვის დიდი პატივია, მივესალმო მეგობარი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლებს. გარწმუნებთ, რომ საქართველოში ჭეშმარიტად ახალი დრო დაიწყო. დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ განსაკუთრებულია, რადგან კარგად ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ ბიზნესს შეუძლია არსებული ეკონომიკური პრობლემების მოგვარება. უახლოეს რამდენიმე წელიწადში საქართველო ბიზნესისთვის იქნება უნიკალური ქვეყანა, რადგან იქნება დამოუკიდებელი მედია და სტაბილური პოლიტიკური და ბიზნეს-გარემო. ვერც ერთი ჩინოვნიკი ვერ გაბედავს ჩაერიოს ბიზნესის საქმიანობაში. გარწმუნებთ, რომ საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის ევროპისა და ამერიკის ქვეყნებზე არანაკლები პირობები იქნება. იმ ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ბაზარი ცარიელია“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.