სამართალი
მინისტრი წულუკიანი "ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობას არ გამორიცხავს

1-tea-samartal1

საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. გუშინ საღამოს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა, რომ დათა ახალაია (საქართველოს შსს უდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი - საქინფორმი) ფასდაუდებელ ინფორმაციას ფლობს, მაგრამ გამოძიებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ ახალაიასთვის გარანტიების მიცემას იუსტიციის მინისტრი მიუღებლად მიიჩნევს.

"დათა ახალაია, პრეზიდენტის არ იყოს, ბევრ ინფორმაციას ფლობს, თუნდაც მხოლო გირგვლიანის საქმეზე. მისი ინფორმაცია ან თანამშრომლობა გამოძიებასთან ფასდაუდებელი იქნება. თუმცა იგი, ბევრ სხვა ადამიანთან ერთად, ინარჩუნებს საოცარ პოზიციასარ ამბობს, რაც იცის. მან ბევრი რამ იცის და თუ თავის თავთან სასაყვედურო არაფერი აქვს, რატომ არ ამბობს? გაუგებარია...", - აღნიშნა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი მომავალში "ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობასაც არ გამორიცხავს: "არ მინდა დეტალებზე საუბრით მათ რღვევას ხელი შევუწყო. თუმცა ნოემბრის მშვიდი დღეები რომ დადგება, შეიძლება საუბარი მათთან. რა ტიპის თანამშრომლობა იქნება, ეს სხვა საკითხია. ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ქვეყნის შენებაში".