აქტუალური
თეა წულუკიანი: „ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ვალდებულება, რომ გამოვიძიოთ - ხომ არ ჩაიდინეს ინდივიდებმა კაცობრიობის წინაშე დანაშაული?“

1-danaSauli-aqtua3

საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა:

"ძალიან ბუნებრივი პროცესია, რომ პრეზიდენტი დაიკითხოს, არაფერია ამაში უცნაური და არც დაკითხვა არის სალანძღავი სიტყვა. როდესაც ადამიანი ფლობს რაიმე ინფორმაციას კონკრეტულ მოვლენაზე, მას იბარებენ დაკითხვაზე. ეს არის ელემენტარული რამ, როდესაც მოწმის სახით იკითხები.

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც იმ დროსაც იყო პრეზიდენტი, როდესაც იდგა 2008 წელი, ფლობს ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას იმ მოვლენების შესახებ. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ვალდებულება, რომ გამოვიძიოთ - ინდივიდებმა, მიუხედავად პოლიტიკური წარმომავლობისა თუ ეთნიკური ნიშნისა - ხომ არ ჩაიდინეს, მაგალითად, ომის დანაშაული, კაცობრიობის წინაშე დანაშაული?

...ამიტომ ამ გამოძიების პროცესში დაიკითხება ნებისმიერი, იქნება ეს პრეზიდენტი, ყოფილი მინისტრი თუ ჩვეულებრივი ადამიანი, ვინც შეიძლება ფლობდეს ინფორმაციას.

...თუკი სააკაშვილს 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარებენ და ჰკითხავენ, რა ხდებოდა მაშინ - მითუმეტეს, თავად ანიჭებენ ძალიან დიდ მნიშვნელობას იმდროინდელ მოვლენებს - დარწმუნებული ვარ, როგორც  ერთი რიგითი ქართველი მაინც, ძალიან დიდი სიხარულით დაეშვება ავლაბრის დაღმართებზე და მოვა ორთაჭალაში პასუხების გასაცემად".