აქტუალური
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში თამაზ თამაზაშვილის უკანონო დაკავებისა და პატიმრობის ფაქტი აისახა

1-angariSi-aqtua1

საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში გენერალ თამაზ თამაზაშვილის უკანონო დაკავებისა და პატიმრობის ფაქტი აისახა.

მაშინდელი ოპოზიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მრჩევლის სიმამრსა და კახეთის რეგიონული პოლიციის ყოფილ უფროსს, თამაზ თამაზაშვილს, 30 აპრილს ცეცხლსასროლი იარაღისა და ფეთქებადი მოწყობილობის უკანონო ფლობისთვის სამნახევარი წელი მიესაჯა. ოპოზიციური პარტიის წევრების განცხადებით, მისი დაკავება და განაჩენი ჩადებულ სამხილსა და სამართალდამცავი ორგანოების შეცდომაში შეყვანას ეფუძნებოდა.  

თამაზაშვილი ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადების გაკეთებიდან ოთხ დღეში დააკავეს. საპროცესო შეთანხმებით მისი სასჯელი ერთ წლამდე შემცირდა და 10 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვიდა, - გაათავისუფლეს“ -  ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.