უცხოეთი
საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. ერაყელი კარდიოლოგის, ექიმ ომარ ალ-კუბეისის განცხადებით, მისი ქვეყნის გარემო რადიაციით მთელი 100 წლით არის დაბინძურებული, ხოლო მოქალაქეთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 30 წლით შემცირდა. ამაში ექიმი აშშ-ისა და კოალიციის ჯარებს ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ ერაყში განხორციელებული ოპერაციისას 2003 წელს მათ არაერთხელ გამოიყენეს რადიოაქტიური საბრძოლო მასალები და ბევრი სხვა სახის იარაღი, რომელიც ჟენევის კონვენციითაა აკრძალული.