უცხოეთი
პუტინი - სერდიუკოვის, ვასილიევას ლექსებისა და 1937 წლის დაბრუნების შეუძლებლობის შესახებ

1-putini-serdiukovzeსაქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. პოლიტიკური მოსაზრებებით, იმისათვის, რომ აღშფოთებული მოქალაქეების წინაშე ლამაზად წარმოვჩნდეთ, 1937 წელში არ უნდა დავბრუნდეთ. ასე უპასუხა პრეზიდენტმა პუტინმა ცნობილი სამხედრო მიმომხილველისა და პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირის ვიქტორ ბარანეცის კითხვას, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მილიარდების დატაცების რეზონანსულ საქმეებს ეხებოდა. ამ საქმეში მოწმედ თავდაცვის ექს-მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი გადის, მისი უახლოესი თანამოაზრე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქონებრივი ურთიერთობების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ევგენია ვასილიევა კი ამჟამად შინაპატიმრობაშია თავის ელიტურ ბინაში და ლექსებს წერს.

„გამოძიების შედეგების მიხედვით ობიექტური დასკვნა გაკეთდება, თუ ვინ არის დამნაშავე და ვინ -არა, და მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.