აშშ-მა ახალი ასდოლარიანი კუპიურა გამოუშვა
საქართველო, 25 აპრილი,
საქინფორმი. აშშ-ის ფინანსურ ხელისუფლებას მიმოქცევაში შემოაქვს ახალი 100-დოლარიანი კუპიურა, რომელმაც ტრადიციული მწვანე ფერი დაკარგა და დაცვის ახალი ფორმები შეიძინა. ახალი ბანკნოტი მიმოქცევაში ჯერ კიდევ 2010 წელს უნდა ჩაშვებულიყო.
100-დოლარიანი კუპიურა მიმოქცევაში 2013 წლის 8 ოქტომბრიდან შემოვა. ძველი ბანკნოტების მფლობელებს არაფერი ემუქრება - ისინი ბრუნვაში დარჩება და მათი გადაცვლა საჭირო არ იქნება. ახალ კუპიურაზე ლურჯი, ნაცრისფერი და ნარინჯისფერი ჭარბობს, ყალბი ფულის მჭრელებისგან მას დამატებითი ელემენტები იცავს. ბენჯამინ ფრანკლინის პორტრეტი უცვლელი დარჩება.