სამართალი
ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპული ახალგაზრდების ცხედრებს ხელახალი ექსპერტიზა ჩაუტარდება

1-lapankuriსაქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. 2012 წლის ზაფხულში ლაფანყურში დაღუპული ბაჰაუდინ ალდამოვის და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ცხედრებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება.

როგორც ,,მაესტროსთან" საუბარში გარდაცვლილი ქისტების მშობლებმა განაცხადეს, ცხედრების ექსჰუმაციას იმის გამო დათანხმდნენ, რომ ძველი ექსპერტიზის პასუხები განადგურებულია.

„შეგვატყობინეს, რომ უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა და ჩვენც დავთანხმდით. იმიტომ, რომ ყველაზე ძალიან ის გვაინტერესებს, რომ გამოძიება დამთავრდეს და ყველა დამნაშავე დაისაჯოს კანონის ფარგლებში,“ - განაცხადა ბაჰაუდინ ალდამოვის მამამ ახლუდინ ალდამოვმა.

პანკისის ხეობის სოფელ დუისში დაკრძალული ჩეჩნების და ქისტების საფლავები კვირას გაითხრება.