საზოგადოება
ირმა ინაშვილი: "შენ, შე ტუტუცო, ეს რატომ არ გესმის?!"

1-analitika-A5-geoსაქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. საქინფორმის მკითხვალს უცვლელად სთავაზობს მედის-კავშირ „ობიექტივის“ ირმა ინაშვილის სკანდალურ წერილს, რომელმაც მან გაზეთი "ვერსია"-ში გამოაქვეყნა.

„საიდუმლო არაა, რომ დღევანდელ პარლამენტში ნაცმოძრაობის 40% ჩვეულებრივი სიყალბეა... და რომ ნაცმოძრაობა კარგა ხანია, პოლიტიკურ სამარეშია. ამას ყველა ხედავს, ამაზე ყველა საუბრობს, ეს ყველამ იცის, მაგრამ ნაცმოძრაობა ძივარღირებული პროდუქტია, მასზე კოლოსალური სახსრები დაიხარჯა და პროექტის მხარდამჭერებს, ბუნებრივია, მისი გადარჩენა სურთ. 19 აპრილის მიტინგი სწორედ ამიტომ დაიგეგმა. მთელ მსოფლიოს უნდა დაენახა, რომ ნაცმოძრაობას 40%-იანი მხარდაჭერა მართლაც აქვს. ნაცისტების გაყალბებული სიებით, საქართველოს 3 მილიონ 621 ათასი ამომრჩეველი ჰყავს, ხოლო არჩევნებში 2 მილიონ 300 000 კაცს მიუღია მონაწილეობა, ანუ ნაცისტებისთვის 900 000-ზე მეტ კაცს მიუცია ხმა. ამ ციფრებიდან გამომდინარე, 19-ში ნაცისტებს სულ ცოტა 90 000 კაცი მაინც უნდა გამოეყვანათ, რათა ჩვენ, ყველას გვერწმუნა, რომ პარლამენტში მათი 40% არა ყალბი, არამედ ნამდვილია. 19 აპრილის მიტინგის მიზანი სწორედ ეს იყო და არა სხვა რამ... ამიტომაც ერთი თვის წინ მიტინგი დაანონსდა და გაავებული მუშაობა დაიწყო. დიდი შრომისა და ჯაფის ფარგლებში, მაგალითად, ახალციხეში მიტინგში მონაწელეობისთვის კაცს 100 ლარს სთავაზობდნენ. დრო მიდიოდა, ხალხი ვერ გროვდებოდა. ფასებმაც მოიმატა და გასაოცარ მასშტატებს მიაღწია. 10 აპრილისთვის მომიტინგეს უკვე 300 ლარს სთავაზობდნენ... და აი, დადგა სანატრელი 19 აპრილი, ჩამოვიდა გურია და სამეგრელო, მესხეთი და ჯავახეთი, იმერეთი და სვანეთი... ფშავი და ხევსურეთი... ქართ-კახეთი და ჰერეთი... აჭარა და თვით ლაზეთიც... მოკლედ, მთელი საქართველო ნაცისტების მიერ გაუქმებული პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა და სპანი მრავალნი, ვაი, რომ 6000 `მეომრის~ სახითაც კი ვერ წარმოგვიდგნენ. მართალია, ნაცისტების მხარდამჭერი ჟურნალისტები გვეუბნებიან, რომ 10 000 კაცი იყო... ზოგმა ისიც გაბედა, - თითქმის 20 000 იყოო, გვითხრა... მაგრამ ტყუილია ეს... ჩვენც ვიცით და მათაც იციან... და რაც მთავარია, Gოოგლე-მაც იცის. ამდენ ხალხს, ყოველ შაბათს თუ არა, თვეში ერთხელ მაინც ვკრებდით რუსთაველის ძეგლთან, როცა პატიმრების წამების ფაქტებს ვაპროტესტებდით. თანაც, მხოლოდ თბილისელები ვიკრიბებოდით, რეგიონებიდან არავინ ჩამოგვყავდა. ასე რომ, ნაცისტებმა 6000 კაციც კი რომ ვერ შეაგროვეს, მთელ მსოფლიოს დაანახეს - მათ პარლამენტში 40% კი არა, 4%-იც არ ეკუთვნის... ანუ ჩვენს მიერ არაერთგზის გამოთქმული აზრი, რომ ნაცისტები 5% -იან ბარიერსაც კი ვერ გადალახავენ, გამართლდა. ამ ვითარების მხილველმა პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა დავით უსუფაშვილმა სასწრაფოდ განაცხადა - ქართულმა დემოკრატიამ ნაცისტების გადარჩენის მისია უნდა იტვირთოსო. ამ განცხადებით, ალბათ, ნაცისტების უცხოელი მხარდამჭერების დამშვიდებას ცდილობდა. ამავე ვითარებით შერცხვენილმა ნაცისტებმა საკუთარი რიგებიდან ყველაზე წუწკი და ლოგიკურად მოაზროვნე ბოროტმოქმედი გამოიყვანეს და გიგა ბოკერიამაც კვესიტაძის გადაცემაში ხალხის დაბნევა და აქცენტების გადატანა სცადა. ვფიქრობ, ამაოდ.

პროექტის მხარდამჭერები

ნაცმოძრაობა მრავალწახნაგოვანი პროექტია. მას უცხოეთში არაერთი და ხშირად, ურთიერთმოქიშპე მხარდამჭერი ჰყავს. ყველასთვის ცნობილი სოროსი ლიბერტანიანიზმის დამცველია. მაკკეინი კი, ნეოკონსერვატორია. ამ მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ნაცისტების იდეოლოგიაც ჭრელი და ყველა მხარდამჭერისთვის დამაკმაყოფილებელი უნდა ყოფილიყო. ლიბერტანიელები ეროვნებისა და სქესის წინააღმდეგ გამოდიან, ნეოკონსერვატორებს კი, რუსები სძულთ. ჰოდა, აქედან გამომდინარე, ნაცმოძრაობამ ლიბერტანიელების დასაკმაყოფილებლად საქართველოში ე.წ. ოთხი `არა~-ს პოლიტიკა აწარმოა, ხოლო ნეოკონსერვატორთა საამებლად, რუსეთის წინააღმდეგ თვდაუზოგავ ბრძოლაში ჩაება. ე.წ. ოთხი `არა~ მარტივად იშიფრება: არა - სამშობლოს! არა - რწმენას! არა - ეროვნებას! Aარა - სქესს! ამ იდეოლოგიის ფარგლებში ნათლად ჩანს ნაცმოძრაობის `ეროვნულობა~, რასაც 19 აპრილის მიტინგზე ყოველმა გამომსვლელმა-ნაცისტმა ხაზი საგანგებოდ გაუსვა: ნაცმოძრაობა, თურმე, ჭეშმარიტად `ეროვნული~ და `პატრიოტული~ ძალა ყოფილა. 9 წელიწადია, ილიას გზაზე დადიან, ჩვენ კი, შურითა და სიძულვილით დაბრმავებულნი, ამას ვერ ვხედავთ. ილიას გზაა, ეტყობა, კაცი კაცს ცოლად რომ შეირთავას... ქალს კი, ქალი რომ ჰყავს ქმრად. ილიას გზაა, ინგლისურად რომ უნდა ილაპარაკო, ქართულის ნაცვლად... თორემ, სამსახურს ვერ მოძებნი და რეალობასთან ჰარმონიაში ვერ შეხვალ. თუ ნიჭი არ გეყო და ინგლისურს ვერ დაეუფლე, სომხურად ან აზერბაიჯანულად მაინც უნდა საუბრობდე, მალე ამ ენებს რეგიონული ენების სტატუსს მიანიჭებ, ესეც ილიას გზა ყოფილა... მოკლედ, ოღონდ ქართულად ნუ ისაუბრებ და რა ენაზეც გინდა, ილაპარაკე, ასე უთქვამს ილია მართალს... არავინ იფიქროს, რომ სომხებს ვერჩი რაიმეს, რომენ ანანიკიანი ჩემი უახლოესი მეგობარია. ჩემსავით ქართულად მეტყველებს. ქართულად აზროვნებს და საქართველოს პატრიოტია. ამ დროს, სომხურ ეკლესიაშიც დადის და სომხურ თეატრშიც. ეს არის ინტეგრირება ქართულ სინამდვილეში. ასე რომ არ იყოს, ფრანგები დიდი ხანია მიანიჭებდნენ რეგიონული ენის სტატუსს კორსიკულს, ბრეტონულს, შტის, კატალონიურსა და ბასკურს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ენების შესახებ `ეროვნულმა~ ნაცისტებმა არაფერი იციან, ამიტომაც გიგა ბოკერიას აზრით, ჩვენ ხალხს ვწამლავთ, ის კი ილიას გზაზე დადის. ილიას გზაა, დედაეკლესიას რომ შეურაცყოფ... ილიას გზაა, ერთ ტომარა ფქვილში იეღოველებს სულს რომ მიჰყიდი... ილიას გზაა, სოხუმსა და ცხინვალს რუსს რომ მისცემ, ბათუმს კი - თურქს. მოკლედ, ილიას გზა ყოფილა ყველაფერი, რაც ენის, მამულისა და სარწმუნოების წინააღმდეგაა. სხვათა შორის, საინტერესოა, რატომ დანიშნეს ილიას გზაზე მოარულმა ნაცისტებმა მიტინგი მაინცდამაინც 19 აპრილს? ალბათ, 20-ში არ ეცალათ და იმიტომ... 20 აპრილს ხომ მათი მამის - ადლოფ ჰიტლერის დაბადების დღეა, ამიტომ 19-ში - საზეიმო მიტინგი... 20-ში კი - კაი პურ-მარილი!

მიხეილ აღმაშენებლის ნეოკონსერვატივიზმი, ანუ როგორ დავკარგეთ ცხინვალი და სოხუმი

ცნობილია, რომ პრეზიდენტ ბუშის, სენატორ მაკკეინისა და სხვა ნეოკონსერვატორთა აზრით, დემოკრატია ნებისმიერი გზით უნდა დამყარდეს, თუნდაც ეს ძალის გამოყენებას ითხოვდეს. ამისი მაგალითია ერაყი და ავღანეთი, მაგრამ ბავშვსაც კი ესმის, რომ ასეთი მიდგომა რუსებთან ვერ გაამართლებს. ბავშებს კი ესმით, მაგრამ მაკკეინს და სააკაშვილს - არა. ახლა რომ გვეუბნება მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული ჯგუფები რომც მოგვემზადებინა, ეს სახელმწიფოს საიდუმლოა და ამაზე არ უნდა ვილაპარაკოთო, მინდა ვუპასუხო: ის კი არაა მთავარი, ამაზე ვილაპარაკებთ თუ არა, ისაა მთავარი, რომ ქვეყნის მოყვარულ და საღად მოაზროვნე ხელისუფლებას ეს არ უნდა გაეკეთებინა. Eეროვნულად მოაზროვნე ხელისუფლებას საკუთარი თავი და მთელი ქვეყანა არც იმაში უნდა დაერწმუნებინა, რომ რუსებს ჟანგიანი ტანკები აქვთ და ვერ მოგვერევიანო, რადგან ამგვარი თავის მოტყუება ქვეყნის ღალატის ტოლფასია. პატრიოტ ხელისუფლებას მაკკეინის წაქეზებითა და ბუშის მდუმარე თანხმობით, ცხინვალში თითიც კი არ უნდა გაეტოკებინა. ნათელი იყო, რომ ის მოხდებოდა, რაც მოხდა. კი, ცხინვალი საქართველოა... კი, იქ სეპარატიზმია და რუსეთი ამას 2008 წლამდე არ უარყოფდა... კი, შენს ტერიტორიაზე წესრიგის დამყარების უფლება გაქვს, რუსეთმა ხომ იგივე გააკეთა ჩეჩნეთში?! კი, შენ მართალი ხარ შენს ბრძოლაში, მაგრამ მეზობელი `დერჟავა~ რომ გეუბნება _ ცხინვალში ისეთ ნაბიჯს თუ გადადგამ, მე რომ არ მომეწონება, ყველაფერს ფეხზე დავიკიდებ და შენს ტერიტორიაზე შემოვიჭრებიო, შენ, შე ტუტუცო, ეს რატომ არ გესმის?! ცხინვალშიც რაც მოხდა, ეს მხოლოდ საქართველოსთვის კი არაა ტრაგედია, ეს ყველა ყოფილი საბჭოთა ქვეყნის ტრაგედია, რადგან ცხინვალმა რუსებს საკუთარი სიძლიერისადმი რწმენა გაუჩნდა... ცხინვალის მერე, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში ძალთა ბალანსი რუსეთის სასარგებლოდ შეიცვალა... ცხინვალის შედეგად, ყოფილ საბჭოთა სივრცეში ამერიკის 15-წლიანი პოლიტიკა დაიმსხვრა... იმდენად დაიმსხვრა, რომ ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა, რომლების 2008 წელს უკვე ნატოს წევრი ქვეყნები იყვნენ, ნატო-ს ღიად დაუსვევს კითხვა - რუსული აგრესიის შემთხვევაში, დაგვიცავ თუ არაო?! ახლა რუსეთი კვლავ კუნთებს ათამაშებს, ჩვენ სოხუმსა და ცხინვალში ცხვირს ვეღარ ვყოფთ, ხოლო მიხეილ დამანგრეველი გვიკიჟინებს - აღმაშენებელი ვარ და ილიას გზაზე მავალ, ეროვნულ ძალებს ვხელმძღვანელობო. ამ მიწა-წყილსთვის ჩვენმა წინაპარმა იმდენი სისხლი გაიღო, შავ ზღვას აავსებდა. ჩვენ სწორედ ეს გვტკივა. ნაცისტების `ეროვნულ~ გულში კი, ეს ტკივილი არავის უგვრძნია. თუმცა ეს გასაკვირი არცაა, `ობიექტივის~ ეთერში გენერალმა წითელაშვილმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში `ეროვნული~ ნაცისტები მას ქართული სოფლების დაბომბვას ავალებდნენ... ახლა მითხარით, ეს სახელმწიფოს საიდუმლოებაა და ამაზე არ ვილაპარაკოთ, თუ როგორ მოვიქცეთ?!

ნეოოსმანიზმი

მეხუთე წეილია, რაც რუსეთი აღარ მალავს, რომ სოხუმი და ცხინვალი წაგვართვა. ამ ვითარებაში, `ეროვნულმა~ ნაცისტებმა ერთადერთი რამ შეძლეს: მსოფლიოს ეს მოვლენა ოკუპაციად შეაფასებინეს. ძალიან მაინტერესებს, 90 წლის შემდეგ, ღმერთმა დაგვიფაროს და, სოხუმსა და ცხინვალს თუ ვერ დავუბრუნებთ, რუსეთი კვლავ ოკუპანტი იქნება, თუ სტრატეგიული პარტნიორი და ახლო მეგობარი? ახლავე ავხსნი, ამ კითხვას რატომ ვსვამ. ზუსტად 95 წლის წინ, თურქეთმა საქართველოს ტერიტორიის 33% მოსტაცა ანუ უფრო დიდი ტერიტორია, ვიდრე აფხაზეთი და სამეგრელო ერთად აღებული. დღეს იქ, სულ ცოტა, ნახევარი მილიონი ქართველი ცხოვრობს, რომლებმაც ენა შეინარჩუნეს. 95 წლის შემდეგ, ჩვენ თურქეთს, რატომღაც, მეგობარსა და სტრატეგიულ პარტნიორს ვეძახით და არა ოკუპანტს. ამ დროს კი, სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ოღლუს პირით, ღიად გვეუბნება - ოსმალეთის იმპერიის აღორძინებას ვიწყებთ, დამასკოდან ბათუმამდეო და ამას ახლებურად გავაკეთებთ, ომის გარეშეო. საინტერესოა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რომ ეთქვა: რუსეთის იპერიას ვაცოცხლებთ ვარშავიდან ბათუმამდეო, ამ განცხადებას რა მოჰყვებოდა? მაგრამ თურქებს ყველაფერი ეპატიებათ: თურქული გაზეთები ახალ რუკებს ბეჭდავენ, სადაც აჭარა თურქეთის შემადგენლობაშია შეყვანილი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მესხეთელი თურქების ჩამოსახლებასა და ბათუმში ახალი მეჩეთის აგებას გვთხოვს. ბევრი გვეკითხება, მეჩეთს რას ებრძვითო. ვინც დღემდე ვერ გაიგო, ვპასუხობ: არც მეჩეთს ვებრძვით და არც მაჰმადიანობას. მეტიც, ამ საკითხს რელიგიასთან არაფერი აქვს საერთო. თურქეთს ბათუმში ახალი კომპლექსის აგება სურს, ვითომ მეჩეთის და ვითომ რელიგიური სასწავლებლის და კიდევ მრავალი, ვითომ რაღაცის... სინამდვილეში კი, ეს თურქული დაზვერვისა და მომავალი აგრესიის პლაცდარმი იქნება, რომელსაც თურქული ხელმძღვანელობა და პერსონალი ეყოლება, თურქული მუფთი და თურქი მასწავლებლები ქართველ ახალგაზრდობას მოწამლავენ და საქართველოს დაპყრობის ფარული გეგმის განმახორციელებლები იქნებიან. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ მესხეთელი თურქების ჩამოსახლების მოთხოვნა და სწორედ ამ კუთხით უნდა შევხედოთ ახალი ტერმინების დამკვიდრებას, როგორიცაა, მაგალითად, `საქართველოში ოსმალური კულტურის ძეგლები~. ძლივს არ გაგვაგებინეს, რომ ჯაყელების საგვარეულოში მეჩეთი ქართული მაჰმადიანური კულტურის კი არა, ოსმალეთის კულტურის ძეგლი ყოფილა?! ამგვარად, სრულიად გასაგები ხდება, ილიას გზაზე მავალი და, აქედან გამომდინარე, თურქეთის მოტრფიალე გიგა ბოკერიას გულისტკივილი, რომელიც ეკა კვესიტაძის გადაცემაში გაგვიზიარა. ეს გულისტკივილი, დაახლოებით, ასე ჟღერდა: ახლა შემოგვაპარებენ ანტიეროვნულები, - თურქეთი ჩვენი მეგობარი არააო. გიგა ბოკერიასა და ახლადგამოჩეკილი `ეროვნული~ ნაცისტების აზრები გასაგებია. კარგა ხანია გვეუბნებიან, თურქეთთან მეგობრობა ნატო-ში მცოცავი შესვლის ტოლფასიაო. სინამდვილეში კი, ეს აჭარაში თურქეთის ცოცვა-ცოცვით შემოშვება და საქართველოს დანგრევა-დანაწევრების მორიგი მცდელობაა. მოკლედ, ფრანგები თურქეთს ევროპაში არ უშვებენ, `ეროვნული~ ნაცისტები კი, თურქეთს აჭარს ჩუქნიან.

ეროვნული კულტურული რევოლუციონერები

ცნობილია, რომ სკოლის მოსწავლე უფრო ადვილად ითვისებს უცო ენას, ვიდრე სტუდენტი. საერთოდ, რაც წლები გემატება, მით უფრო ჭირს უცხო ენის ათვისება, ხოლო 40 წელს რომ გადააჭარბებ, მეცადინეობ, მეცადინეობ, მეცადინეობ... წინადადებებსაც აბამ, მაგრამ `შენ ის ვარდი აღარა ხარ~. ასეა ეროვნული ფასეულობებიც. თუ კაცი ბავშვობიდან ეროვნულ ფაესულობებს ვერ ეზიარა, რაც წლები გადის, მეტად და მეტად უჭირს ამ ფასეულობების გათავისება და გულისხმაჰყოფა. ეს ტუილად არ ვთქვი. ყველა დროსა და ეპოქაში იზრდებოდნენ და ღვივდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ეროვნულ ფასეულობებს ვერ გულისხმაჰყოფდნენ, ზოგს ოჯახმა მოაკლო ყურადღება, ზოგს მეგობართა წრემ შეუშალა ხელი, ზოგიც, უბრალოდ, ვერ ჩასწვდა ერის ზნეობრივ მონაპოვარს. სამწუხაროდ, ეს მოვლენა არც ახალია და არც იშვიათობაა. იგი ყველა ქვეყნისა და ერში გვხვდება. ასეთ ადამიანებს კულტურულ რევოლუციონერებს უწოდებენ. რატომ? იმიტომ, რომ უმეტესწილად, ასეთი ადამიანები ეროვნულს რომ ვერ ჩასწვდნენ, მას ფასეულობად აღარ აღიქვამენ, ამ ფასეულობებისადმი აგრესიით აღივსებიან და, ბოლოს, სიძულვილით იმსჭვალებიან. აქედან გამომდინარე კი, პატივს არ სცემენ და ავტორიტეტად არ მიჩნევენ ერის გამორჩეულ შვილებს. როგორც წესი, კულტურული რევოლუციონერების უმეტესი ნაწილი ნაკლებად განათლებულია. მათ ლიდერებზე შეიძლება ითქვას, რომ სიღრმისეულად არაფერი იციან, თუმცა ალაგ-ალაგ წაკითხული აქვთ რაღაც, რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობენ, ერთი-ორჯერ შემხვედრია მცოდნე და განათლებული კულტურული რევოლუციონერი. მოკლედ, კულტურული რევოლუციონერობა თავისთავად არაფერი სიკეთეა, მაგრამ თუ ისინი ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ, მაშინ დიდი ბოროტება და საშიშროებაა. სწორედ ამგვარი ბოროტების ხელში აღმოჩნდა საქართველო, როდესაც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგა ბოკერია და სხვა `ეროვნული~ ნაცისტები მოვიდნენ. სინამდვილეში კი, კულტურული რევოლუციონერები, მაგრამ არა - ჩვეულებრივი, არამედ მუტაციაგანცდილნი. კვლავ იკითხავთ, რატომ? იმიტომ, რომ ისინი, მეტ-ნაკლებად, შეძლებული საბჭოთა ოჯახების შვილები იყვნენ. ფული თუ არა, ნაცნობობა და კავშირები ჰქონდათ, რის ხარჯზეც საზღვარგარეთი იხილეს, ზოგმა ერთი წელი დაჰყო ამერიკაში, ზოგმა მეტი და ზოგმა ნაკლები. ეს არაა მთავარი. მთავარი სხვა რამაა. ჩვენმა კულტურულმა რევოლუციონერებმა, ეროვნულ ფასეულობებს რომ ვერ ჩასწვდნენ, ქართველობა დაკარგეს. ამავდროულად, დასავლური ფასეულობებით აღფრთოვანებულებმა, თავი ამერიკელებად ჩათვალეს, მაგრამ ვაი, რომ ვერც დასავლურ ფასეულობებს ჩასწვდნენ ბოლომდე. მათ ხომ ამისი უნარი არა აქვთ... ამიტომაც ჩვენი `ეროვნული~ ნაცისტები აღარც ქართველები არიან და ვერც ამერიკელები გახდნენ. აი, ეს ხალხი მოვიდა ხელისუფლებაში, `ვარდების რევოლუციის~ გზით, მოკლედ, ყველაფერი უბედურება ჩვენ როგორ უნდა დაგვემართოს?!

გაუპატიურება დემოკრატიის სახელით!

„ვარდების რევოლუცი“ რომ კულტურული რევოლუცია იყო, პირველივე დღიდან გამოჩნდა, როცა ეროვნული ნაცისტების ლიდერმა, მიხეილ აღმაშენებელმა ქართულ ინტელიგენციას `ჩარეცხილები~ უწოდა. შემდეგ ყოველივე ქართულს ომი გამოუცხადა; თავს დაესხა ეკლესიას... (სხვათა შორის, გიგა ბოკერია იყო, პატრიარქს რომ უთხრა - არც შენი სიკვდილია პრობლემაო). ხალხმა ამგვარ მოქმედებებს მხარი რომ არ დაუჭირა, `ეროვნულმა~ ნაცისტებმა მთელი ერი რუსეთის ჯაშუშად გამოაცხადეს. მოკლედ, ამ აღარც ქართველებმა და ვერც ამერიკელებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენი ქვეყანა დიდ ციხედ გადაექციათ და დაიწყო ხალხის მასობრივი დაპატიმრება, ქუჩაში კაცის კვლა, მიტინგების დარბევა... და ეს ყველაფერი დემოკრატიის სახელით კეთდებოდა. დემოკრატიის სახელით აუპატიურებდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ ციხეებში პატიმრებს... დემოკრატიის სახელით აუპატიურებდნენ ცოლს პატიმარი ქმრის თვალწინ... დემოკრატიის სახელით აშანტაჯებდნენ ადამიანებს... მოკლედ, დემოკრატიის სახელით ყველანაირ ბოროტებიას სჩადიოდნენ... და აი, ახლა, ყოველივე ამ ბოროტების შემოქმედი და თანამონაწილე, `ეროვნული~ გიგა ბოკერია ჩვენ ფაშისტებს გვიწოდებს და საკუთარ თავს _ `დემოკრატს~... `დემოკრატი~ გიგა ასე ფიქრობს, მერე რა, რომ 26 მაისს ნიკა კვინტრაძე მოვკალით, მერე რა, რომ სისხლის გუბეები დავაყენეთ, სამაგიეროდ, ნატოს-ს კარი გაიღო ჩვენთვისო... ისე, ამ `ღია კარში~ მეცხრე წელია შევყავართ `ვარდოსნებს~, მაგრამ ეს ისეთივე ტყუილი და ილუზია აღმოჩნდა, როგორც სხვა მრავალი, რომელთა ჩამოთვლითაც თავს არ შეგაწყენთ.

კოაბიტაცია ქართულ-ამერიკულად

განვლილი 9 წელიწადი ნაცისტებმა ნაყოფიერად გამოიყენეს. ცხადია, თავისთავის და არა - ხალხისთვის. ჯერ ერთი, რომ მყარი ურთიერთობები დაამყარეს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ ელიტასთან. დღეს ნაცისტებს 5-6 მხარდამჭერი სენატორი ჰყავთ, ამდენივე კონგრესმენი და 2-3 მინისტრი. ეს არაა პატარა ძალა. არც ეკონომიკური თვალსაზრისით მოიკოჭლებენ. არა ერთი მილიარდი მიიღეს ვაშინგტონიდან. სხვათა შორის, ამ სახსრებიდანვე მილიონებს ხარჯავდნენ ლობიზმზე, ისევ ვაშინგტონში. ასე რომ, ამ კუთხითაც საკმადო მყარი `ეკონომიკური~ ურთიერთინტერესები და კავშირები დამყარდა. არც ლობისტებს სურთ ასეთი კლიენტების დაკარგვა, კლიენტებს კი ახლა, თავის გადარჩენა ადარდებთ და ლობისტები უფრო მეტად სჭირდებათ. არის მესამე ფაქტორიც - დამყარდა მჭიდრო ურთიერთობები სპეცსამსახურებთან. ამაოდ ხომ არ ამბობს სააკაშვილი, საქართველოში ტერორისტები რომც მოგვემზადებინა, ამაზე არ უნდა ვილაპარაკოთ, ეს სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნებაო. არც ქართული სოფლების დაბომბვაზე უნდა ვისაუბროთ, თუმცა გენერალი წითელაშვილი შოკისმომგვრელ ფაქტებს ახმოვანებს. მოკლედ, უამრავ სხვა თემაზეც არ უნდა ვილაპარაკოთ, რამაც, საბოლოო ჯამში, სოხუმი და ცხინვალი რუსებს ჩაუგდო ხელში... მაგრამ ერთი რამ ნათელია. სააკაშვილიც, მერაბიშვილის, ბოკერიაც, ადეიშვილიც და ძმანი მათნი ამერიკის სპეცსამსახურებისთვის წყალში გადასაყრელი ხალხი არაა. ჰოდა, ახლა, როდესაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა და საზოგადოება სავსებიტ სამართლიანად ითხოვს ამ კრიმინალების დასჯას, აფორიაქდნენ ნაცისტების მხარდამჭერი სენატორებიც, კონგრესმენები და მინისტრები... ლობისტები და კონსულები... მოკლედ, რა ჩამოთვლის ამ ვრცელ სიას... და ეს ხალხი ითხოვს კოაბიტაციას. სინამდვილეში კი, ითხოვს რას? არ დაიჭიროთ მიშა! არ დაიჭიროთ ვანო! არ დაიჭიროთ გიგა! არ დაიჭიროთ სხვანი მრავალნი! როგორმე გააცოცხლეთ გარდაცვლილი ნაცმოძრაობა! შეუნარჩუნეთ ადგილები პარლამენტში, სახელმწიფო სტრუქტურებში, თვითმმართველობის ორგანოებში. ერთი სიტყვით, დატოვეთ ეს ხალხი ხელისუფლებაში. ისინი ჩვენ ძალიან გვჭირდებაო. ასე დაბადეს იქ, შორს, ვაშინგტონში ახალი აზრი, ხომ არიან ჩვენთან `დემოკრატები~ და `რესპუბლიკელები~, გინდათ თუ არა, თქვენთანაც იყვნენ `ნაცები~ და `რესპებიო~. არ გაგიკვირდეთ, `ქართული ოცნება~ კი არა, სწორედაც `რესპებიო~. ესაა ახალი გეგმა და ამ გეგმის ფარგლებში უწოდებს ბოკერია უსუფაშვილს `პარლამენტის პატივსაცემ თამჯდომარეს~, ხოლო პატივსაცემი უსუფაშვილი ქართული დემოკრატიის უპირველეს ამოცანად ნაცისტების გადარჩენას მიიჩნევს. ქართველი კაცი კი, ფიქრობს ძმაო, თქვენ ალაოდ ხომ არა ხართ?!.

რეჟიმის მსხვერპლი

21-ე საუკუნის თინეიჯერები კომპიუტერული თამაშებით არიან გატაცებულნი. ჩვენი პოლიტიკური სპექტრი კი, კოჰაბიტაციამ გაიტაცა. დასავლელი `მეგობრების~ ზეწოლამ იქამდეც კი მიგვიყვანა, რომ ახალაიებს უკვე რეჟიმის მსხვერპლად აცხადებენ. მალე ვანოზეც იტყვიან, რეჟიმის მსხვერპლიაო, შემდეგ - მიშაზეც... ანუ ყველა რეჟიმის მსხვერპლი ყოფილა. მთავარი ვეღარ გავიგე, ნეტა, ეს `რეჟიმი~ ვინაა?! მოკლედ, კოაბიტაციასა და პოლიტიკურ ჰარმონიაზე, ამ პორცესებში საჯაროდ და კულუარულად ჩართულ პერსონალებზე მოგვიანებით დავწერ.

ირმა ინაშვილი

2013 წლის 23 აპრილი, თბილისი

გაზეთი "ვერსია" N 56, 14-15 აპრილი, 2013 წელი“