ალასანია სოფიის სამხედრო კლუბს ეწვია
საქართველო, 25 აპრილი,
საქინფორმი. ბულგარეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი დღეს სოფიის ცენტრალურ სამხედრო კლუბს ეწვია.
ირაკლი ალასანიამ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში „თავდაცვის სფეროში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლებისა და კორუფციის რისკების შემცირების“ (NATO’s Building Integrity) სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
„ჩვენი ამბიციაა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რეგიონში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ლიდერი გახდეს. ჩვენ ამის სრული პოტენციალი გვაქვს. საქართველოში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმები სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითო იქნება. აქედან გამომდინარე, დღევანდელი შეხვედრაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის, რათა დაანახოს მთელ ევროპას, რამდენად დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და რამდენად დიდი გამოცდილება შეგვიძლია გავუზიაროთ ევროპელებს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.