პოლიტიკა
საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება, დალასში ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გახსნის ცერემონიალს დაესწრო.
„ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილიც ახსენა და აღნიშნა - მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ის არის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გვარის სწორად წარმოთქმა ისწავლა. მიხეილ სააკაშვილი ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენსაც შეხვდა. მათ ერთად ივახშმეს და ისაუბრეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობასა და ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში „ფეისბუქის“ გვერდზე.