აქტუალური
“დათა ახალაიას მერაბიშვილზე ვიდეო, აუდიო და დოკუმენტური კომპრომატები აქვს“

1aktuall-axalსაქართველო, 25 აპრილი. საქინფორმი. როგორც „პირველი რადიო“smo.ge“-ზე დაყრდნობით გადმოსცემს, ინტერნეტგამოცემა როლანდ ახლაიას საარჩევნო შტაბის ერთ-ერთ მთავარ ფიგურასთან და ახალაიების ოჯახის ახლობელთან ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს - ინკოგნიტო რესპონდენტი ახალია-მერბიშვლის დაპირიპირებაზე საუბობს, მისი განცხადებით, დათა ახალაიას მერაბიშვილზე  ვიდეო, აუდიო და დოკუმენტური კომპრომატები აქვს.

„ლაფანყურის ოპერაციის „შეტენვა“ მერაბიშვილმა ბაჩო ახალაიას მოუნდომა. ეს დროულად გაიგო დათა ახალაიამ და სწორედ ამასთან დაკავშირებით მიადგა ის მერაბიშვილს... ამის შემდეგ ბაჩო ახალაია პირადად მივიდა პრეზიდენტთან და ყველაფერი მოუყვა თუ რა გეგმა ჰქონდა მერაბიშვილს ჩადებული ლაფანყურის ოპერაციაში. ბაჩო ახალაიას უნდოდა ამის საჯაროდ გახმაურებაც, მაგრამ პრეზიდენტის დაჟინებული მოთხოვნით მან ეს ისტორია საიდუმლოდ შეინახა. აქედან გამომდინარე ბაჩოს ძალიან ბევრი კომპრომატი გააჩნდა და გააჩნია ვანო მერაბიშვილის დასაკავებლად. ეს ყველაფერი თავად პრეზიდენტმაც იცოდა, ანუ იცოდა ის, რომ ბაჩოს ჰქონდა ვიდეო, აუდიო და დოკუმენტალური მასალები მერაბიშვილის წინააღმდეგ, თუმცა მან სთხოვა ეს არჩევნებამდე არ გამოეყენებინა“ - აცხადებს რესპონდენტი.