პოლიტიკა
ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია

parlamentiiსაპარლამენტო უმრავლესობამ მისი შემადგენლობიდან თამაზ დიასამიძის გარიცხვის გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო. ,,ადამიანები, რომლებსაც ჩვენი გუნდისგან განსხვავებული ხედვები აქვთ, ჩვენს რიგებში აღარ იქნებიან,’’- აცხადებენ ,,ნაციონალურ მოძრაობაში’’. უნდა აღინიშნოს, რომ დიასამიძე კონსტიტუციის ახალი პროექტის წინააღმდეგ გამოვიდა და მას ხმა არ მისცა.

მანამდე მან ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის შესახებ ინიცირებული კანონპროექტიც დაიწუნა, უფრო ადრე კი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი გააკრიტიკა. საქინფორმის წყაროს ცნობით, დიასამიძე მმართველი პარტიიდან იმის გამო გაუშვეს, რომ ის ზურაბ ნოღაიდელთან თანამშრომლობას აპირებს. წყაროს ცნობით, სწორედ დიასამიძე ჩაიბარებს აჭარაში ნოღაიდელის მხარდამჭერთა თავმჯდომარის პოსტს. შეგახსენებთ ,,ვარდების რევოლუციის’’ დროს თამაზ დიასამიძე იყო აჭარაში გამოკვეთილი ლიდერის - მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა შირის.

საქინფორმი დეპუტატ თამაზ დიასამიძეს დაუკავშირდა და გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება სცადა. როგორც დიასამიძემ განგვიცხადა, ის დღემდე ითვლება საქართველოს პარლამენტის დეპუტატად და არ აპირებს არც ერთ ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობას.