საზოგადოება
სანდრო ბრეგაძე: „მე და ხაინდრავას სტრელკაზე გვიბარებს ქათამი ანჟელა!“

sandro-mazmსაქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. „მე და ხაინდრავას თურმე საკუთარი ფეისბუქის გვერდიდან სტრელკაზე გვიბარებს ანჟელა და იძახის მოვიდნენ და იქ ვანახებ რა ქათამიც ვარო - ეს რომ გავიგე სიცილისგან კინაღამ ჩავბჟირდი, რადგან წარმოვიდგინე მე და ჩემი ძმაკაცები სტრელკაზე და იქიდან ანჟელა და ქათმები.ისე მიშას თუ მოიყვანს ულაპარაკოდ მივალ სტრელზე და...“ - ეხმაურება „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე მოძრაობა „პატრიოტების“ ლიდერ გიორგი მაზმანიანს.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომპატრიოტებისლიდერმა გიორგი მაზმანიანმა მოძრაობაეროვნულებისლიდერ სანდრო ბრგაძ და კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას ინეტერვიუების პასუხადფეისბუქისსაკუთარ გვერდზე დაწერა:

მოკლედასავალ დასავალისმერე, მის ენაზე პოლიტიკოსებიც ალაპარაკდნენ, ჯერ სანდრო ბრეგაძე, ახლა კი გოგა ხაინდრავა.

სირცხვილია და მდაბიო, როდესაც პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანები ასავალ დასავალის სტატიებზე დაყრდნობით ცდილობენ ჩემზე ტალახის გადასხმას, ეს არათუ მამცირებს, არამედ პირიქით, მამაღლებს ასჯერ და ათასჯერ, ვინაიდან როდესაც პოლიტიკოსი იწყებს მსგავს რამეს, მას უკვე მინიმუმ აღარ აქვს უფლება ერქვას პოლიტიკოსი.

ბატონო სანდრო, ბატონო გოგა, თქვენგან განსხვავებით, მე კორექტულობა და ზრდილობა არ დამიკარგავს, ძალიან უსუსურია თქვენი ჩემს მიმართ განცხადებები, რომლებიც ზუსტად ემთხვევა ასავალ დასავალის ნაბოდვარს. როგორც სჩანს თქვენს ერთადერთ საყრდენად ეს გაზეთი დაგრჩათ, მებრალებით და ვწუხვარ!“