უცხოეთი
ამერიკელები ცარნაევების მშობლებს ესაუბრნენ

1-carnaev-zarub-3საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. რამდენიმე ამერიკელი დიპლომატი მახაჩყალაში ჩავიდა ტამერლან და ჯოჰარ ცარნაევების დედასთან, ზუბეიდატთან სასაუბროდ.

„ზუბეიდატმა განაცხადა, რომ მას მახაჩყალაში ჩასული ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები ესაუბრნენ. დეტალები არ დაუზუსტებია, მაგრამ თქვა, რომ საუბარი ძალიან თავაზიან ხასიათს ატარებდა“. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ საინფორმაციო სააგენტო „ობიექტივის“ ხელმძღვანელმა ჰედა სარატოვამ აცნობა.