ავიგდორ ესკინი: ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის აღიარებას აზერბაიჯანთან კავშირი არ აქვს
საქართველო, 24 აპრილი,
საქინფორმი. ნებისმიერი კეთილსინდისიერი ისტორიკოსი აღიარებს, რომ 1915 წელს თურქეთის ტერიტორიაზე სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაული იქნა ჩადენილი. ამას ისრაელი ყოველთვის აღირებდა, - განაცხადა ებრაელმა პოოლიტოლოგმა
ავიგდორ ესკინმა ქნესეთში 1915 წელს თურქეთში სომხების გენოციდის ფაქტის კომენტირებისას.
ესკინმა აღნიშნა, რომ მიუღებლად მიაჩნია ბრალდებები ებრაელების მისამართით 1915 წლის გენოციდთან დაკავშირებით. პოლიტოლოგმა ასევე აღნიშნა, რომ ოსმალეთის იმპერიაში სომხების გემოციდის აღიარებას არავითარი კავშირი არა აქვს აზერბაიჯანთან და ეხება მხოლოდ ისრაელის ურთიერთობას თურქებსა და სომხებთან.