უცხოეთი
ქართულმა ფონდმა აშშ-ის ფულით ცარნაევი და სხვები ტერაქტის განსახორციელებლად “დაავერბოვკა”?!

1-zarub-1-topსაქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. ბოსტონის ტერაქტის ერთ-ერთი მონაწილე იწვრთნებოდა სემინარებზე, რომლებსაც საქართველოს სპეცსამსახურები ამერიკელებsან ერთად ატარებდნენ. ამის შესახებ გაზეთი „იზვესტია“ იტყობინება.

„იზვესტიას“ ხელთა აქვს საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დოკუმენტები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ქართული ორგანიზაცია „კავკასიის ფონდი“, რომელიც ამერიკულ არაკომერციულ ორგანიზაცია „ჯეიმსთაუნთან“ თანამშრომლობს, ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლების გადაბირებას ახორციელებდა აშშ-ის ინტერესებისათვის საქართველოში.

როგორც “იზვესტია“ წერს, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს პოლკოვნიკის, გრიგოლ ჭანტურიას ანგარიშის თანახმად, რომელიც მან შს მინისტრ ღარიბაშვილს წარუდგინა, „კავკასიის ფონდი“ „ჯეიმსთაუნთან“ ერთად 2012 წელს ატარებდა ღონისძიებებსა და სემინარებს კავკასიის ახალგაზრდა მცხოვრებლებისათვის. ზოგიერთ მათგანს ესწრებოდა ტამერლან ცარნაევიც.

ჭანტურიას ცნობით, „კავკასიის ფონდი“ 2008 წლის 7 ნოემბერს შეიქმნა, სწორედ საქართველო-ოსეთის კონფლიქტის შემდეგ „ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესების გასაკონტროლებლად“. შესაბამისად, კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მომზადდა სადაზვერვო ოპერაცია სახელწოდებით „დარიალი“. ფონდის ძირითადი ამოცანები იყო ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრი ახალგაზრდებისა და ინტელიგენციის გადაბირება რუსეთის სამხრეთ რეგიონებში ექსტრემისტული განწყობილებებისა და არასტაბილურობის გასაძლიერებლად.

„ორგანიზაციის დასაფინანსებლად განისაზღვრა ყოველთვიური თანხა 33 ათასი ლარის ოდენობით. ორგანიზაციის შექმნის დროიდან 2013 წლის 1 იანვრამდე გამოყოფილმა თანხამ ჯამურად 4.058 მლნ ლარი შეადგინა“, - წერს ჭანტურია.