სამართალი
სად წავიდა ალინა არველაძე "იმედის" დატოვების შემდეგ

1-alina-mtსაქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "იმედი" ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა და გიორგი არველაძემ არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა, მისი მეუღლის, ალინა არველაძის პროდიუსერობაც დამთავრდა. ამის შესახებ ჟურნალი „რეიტინგი“ წერს.

სტატიის ავტორის თქმით, გავრცელებული ხმების მიხედვით, სანამ გიორგი არველაძე არხს დატოვებდა, უთხოვია, რომ მის მეუღლეს პროექტის გაკეთება გაეგრძელებინა. "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეორე სეზონი მართლაც ალინას პროდიუსერობით ჩამთავრდა, თუმცა მზადების პროცესში მყოფი მესამე სეზონის პროდიუსერი იგი აღარ იქნება.

თავად ალინა არველაძის თქმით, პროექტის პროდიუსერი ნოე სულაბერიძე და „თიბისი თივი“ იქნება. „ოჯახში დავბრუნდი. ჯერჯერობით მხოლოდ დიასახლისი ვარ. ბავშვებს ვუვლი და ეს ძალიან მომწონს“, - განაცხადა მან.

1-alina-qve1 1-alina-qv-2