სამართალი
აბსანძის ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ჟურნალისტი გაუგებრობის მსხვერპლი გახდა, როცა მის სახელზე გამოგზავნილ ამანათში სამართალდამცველებმა მარიხუანააღმოაჩინეს.
„ირაკლი გზავნილის შესახებ არ ფლობდა ინფორმაციას და არც ის იცოდა, რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ხდებოდა. მან ჩაიბარა გზავნილი, გამოვიდა შენობიდან და იმ მომენტში დააკავეს. ანუ გახსნილი არ ჰქონდა ამანათი და ისიც არ იცოდა, მისმა ფრანგმა მეგობარმა რა სიურპრიზი გაუკეთა“ , – განაცხადა ადვოკატმა.
ჟურნალისტ ირაკლი აბსანძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადატანას გულისხმობს და 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე გრძელდება.