პოლიტიკა
საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე კვირაში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, სადაც იგი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა.
ელჩის თქმით, ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრებს. მისივე ინფორმაციით, წელსვე, მოგვიანებით, აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ვიზიტიც იგეგმება.