აქტუალური
თურქეთი: მრისხანების დღე ნატოს წინააღმდეგ!

1-zarubeJ-1-a4-GLსაქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. Patriot-ის სისტემებმა თურქული საზოგადოება ორად გაყო. ბოლო ხანებში ეს დაყოფა უფრო მკაფიო გახდა - უცხო ქვეყნის სამხედრო ძალების ყოფნით მზარდი უკმაყოფილება სოციალურ მღელვარებას იწვევს. როგორც PanARMENIAN.Net იუწყება, ამის შესახებ ჟურნალისტი ფრანსუა ბორლი წერს. მას მიაჩნია, რომ მომავალ კვირას შესაძლოა გაიმართოს მასობრივი საპროტესტო აქციები რაკეტა Patriot-ების და სირიაში ნატოს შესაძლო სამხედრო ჩარევის წინააღმდეგ.

“თურქეთი ცდილობს, თავი დამკვიდროს, როგორც დასავლური სამყაროს ნაწილმა. თუმცა მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს, რომ თურქეთი ახლო აღმოსავლეთში ვაშინგტონისა და ბრიუსელის ინტერესების ხელშეწყობისთვის გამოიყენონ. საზოგადოებრივი უკმაყოფილება, რომელმაც რაკეტა Patriot-ების განთავსების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გამოიწვია, ამისი თვალსაჩინო მაგალითია. ახლა სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება.

ამ კვირის დასაწყისში თურქულმა პატრიოტულმა მოძრაობამ სახელწოდებით “თურქეთის ახალგაზრდობის კავშირი“ მსხვილმასშტაბიანი ჰაკერული შეტევა მოაწყო თურქულ მედია-საშუალებებზე (განათავსა იქ თავისი პლაკატი 23 აპრილს, ნატოს წინააღმდეგ მრისხანების დღეს ქუჩაში გამოსვლის მოწოდებით. გარდა ამისა, მათ მოაწყვეს ფაქსების და მობილურ ტელეფონებზე შეტყობინებების დაგზავნა - საქინფორმი).

კავშირის აქტივისტები ცნობილი არიან გერმანელი ჯარისკაცების ცემით და ნატოს საწინააღმდეგო სხვა საპროტესტო აქციებით. ამჯერად მათ თავიანთი ბანერები თურქული მედია-საშუალებების და ვებ-საიტების მთავარ გვერდებზე განათავსეს“, - წერს ბორლი.

1-zarubeJ-1-a4-qv 1-zarubeJ-1-a4-qv2