აქტუალური
ლავროვი: რუსეთი მიესალმება საქართველოს მიერ ორი ხალხის ურთიერთობისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს!

1-aktualll-2საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. რუსეთი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ორი ხალხის კომფორტულ ურთიერთობაზე იქნება მიმართული, - განაცხადა გუშინ რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

“უპირველეს ყოვლისა, ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ახალი მთავრობა ქართველი ხალხისათვის უფრო მოსახერხებელი, თუ გნებავთ, უფრო მისაღები იქნება“, - თქვა მან.

“ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მზად ვიქნებით, ვუპასუხოთ მათ, ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანებმა, ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ მეგობრული გრძნობები აქვთ, მაქსმალურად კომფორტული ურთიერთობა შეძლონ“, - დასძინა ლავროვმა.

მისი თქმით, ლაპარაკია, აგრეთვე, ეკონომიკურ და კულტურულ კავშირზეც,- იუწყება “რია ნოვოსტი“.