“ახლა საჭიროა ფიქრი არა იმაზე, როგორ გაფართოვდეს შეზღუდული წევრობის ბლოკები, არამედ საერთო-ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს, ამ რეგიონის ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოება, ისევე, როგორც ნებისმიერი ქვეყნისა ევროატლანტიკაში, მხოლოდ მოიგებს, თუკი გამყოფი ხაზები, განსაკუთრებით სამხედრო ბლოკებს შორის, ლიკვიდირებული იქნება, და თუკი უკლებლივ ყველა ქვეყანა უსაფრთხოების ერთნაირი გარანტიებით ისარგებლებს“, - ხაზი გაუსვა მან.
ამავე დროს, როგორც მინისტრმა მიუთითა, “ჩვენი პარტნიორები ნატოდან ხელოვნურად ამბობენ უარს ჩვენს იდეაზე, ჩვენს წინადადებაზე ხელშეკრულების დადების შესახებ“, რომლის მიხედვით წევრი სახელმწიფოები ვალდებულებას აიღებდნენ, არ უზრუნველეყოთ საკუთარი უსაფრთხოება სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე.
“გამოდის, რომ (ჩვენს პარტნიორებს) სურთ შეინარჩუნონ სიტუაცია, როდესაც, მათი გაგებით, ორი ხარისხის გარანტიები არსებობს - პირველი ხარისხის გარანტიები მათთვის, ვინც ნატოში მიიღეს, და მეორე ხარისხის გარანტიები - ყველა დანარჩენისთვის!“, - ხაზი გაუსვა ლავროვმა.
მისი აზრით, ნატოს შემდგომი გაფართოება ამ რისკებს მხოლოდ გაამწვავებს. “ რისთვის სჭირდება ეს საქართველოს ან ვინმე სხვას - არ მესმის...“, - იუწყება “რია ნოვოსტი“.