უცხოეთი
ჯოჰარ ცარნაევი: „ტერაქტის იდეური სულისჩამდგმელი უფროსი ძმა იყო“

1-joxar-ucxსაქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. 15 აპრილს ბოსტონში მომხდარი აფეთქებების ორგანიზებაში ბრალდებულმა განაცხადა, რომ  ტერაქტის მთავარი ორგანიზატორი და იდეური სულისჩამდგმელი მისი უფროსი ძმა ტამერლანი იყო.

ჯოჰარ ცარნაევმა, რომელსაც ყელში მიყენებული ჭრილობის გამო ლაპარაკი არ შეუძლია და გფბ-ს კითხვებს წერილობით პასუხობს, ასევე განაცხადა, რომ ის და ტამერლანი დამოუკიდებლად მოქმედებდნენ და რომელიმე საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებული არ ყოფილან.