პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე არც ერთი ოპოზიციური პარტიის ულტიმატუმის გაზიარებას არ აპირებს. ხელისუფლებას მათი არ ეშინია.
საპარლამენტო ოპოზიციას სიტყვაც არ ჰქონდა დასრულებული, რომ ბაქრაძემ მზადყოფნა გამოთქვა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანაზე მუშაობის დაწყებისა.
დავით ბაქრაძე მზად არის, შეხვდეს ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლებიც პარლამენტში სასაუბროდ წინაპირობებისა და ულტიმატუმების გარეშე მივა.
ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციასთან პრეტენზიები არ აქვს, სამაგიეროდ, პრეტენზია აქვს იმ ოპოზიციური პარტიებთან, რომლებიც ულტიმატუმებს აყენებენ. არასაპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვს, რომ მომავალი არჩევნები ბიომეტრიული მონაცემებით ჩატარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ქუჩის აქციებით იმუქრებიან. დაანონსებული აქციების კი ხელისუფლებას აღარ ეშინია.